Marcos Gozalishvili

* 1931

  • ერთი უშოტ ისმაილა, იყო ასეთი კაცი, რომელიც ამ მთავრობის მოწინააღმდეგე იყო და 60 წელს მიღწეული იყო და ომშიაც არ წაიყვანეს, 50 წლის ზემოთ ომში არ წაუყვანია სტალინს, ეს იყო “Анти Советскй Союз» კაცი, ხოდა ღამე მივიდა, ვინც რომ ვალეში იყო განაწილებული ის კაცი, ორი კაცი ყოფილა ვალეში განაწილებული, დაუკაკუნა კარებზე: ალი, კარები გამიღე, ვინა ხარ, რა ხარ, თურქეთიდან გადმოსული ვარ, ჩქარა, ჩქარა კარი გამიღე, არავინ დამიჭიროს, გაუღო კარი, შევიდა, შეიყვანა, აბა ჩვენ მოვდივართ, ვიწყებთ ომს, რა გაქვთ თქვენ, რით დაგვეხმარებით, უი, თქვენს ოჯახს ვენაცვალე, ილაპარაკა ამან, ყველაფრით შეამკო, ხელათში აბა ჩაი, მაგათ ხომ ჩაი უყვართ, ხელათში ჩაი მიართვეს და დაგზავნა თავისი ბიჭები შვილები, ის დამიძახე,ის დამიძახე, ის დამიძახე, იქ მეზობლობა ვინც იყო, ესენი მოიყვანა ერთი 20-30 ოჯახიდან, ქალი, კაცი, ბავშვები არა, მოიყვანეს, უთხრა, აუხსნა, რომე სე, ესეა, ჩვენ ვიწყებთ ომს, ისმაილ შენ რა გაქვს სახლში, აბა მე “კარაბინა” მაქვს, მე ავტომატი მაქვს, მე “გრანატა” მაქვს, მოლას, რომ შეეკითხნენ შენ რაგაქვს, მე ორი “პულიმიოტი” და ორი გოდორიც ტყვია, მოლას ქონია, ხო, ამან ყველაფერი ჩაიწერა, ვისაც რა ქონდა, ერთი კვირა მაცალეთ და ერთ კვირაში იარაღას გადმოგიტანთ და დაგირიგებთ ყველას, აესენი გახარებული არიან, ჩვენები მოდიან, იმათ ქართველობის უკვე არაფერი აქვთ, 200 წლიანი მაჰმადიანები არიან და უკვე სულ ყველაფერი იმათ რჯულზე არის გადასული, ხოდა გავიდა ორი კვირა მართლა და საზღვარი მაგრად ჩაკეტილი იყო, მაგრამ იყო სუსტი ადგილები ტყეში, საიდანაც გადმოსვლა შეიძლებოდა, მაგრამ ესენი ხომ ამათ თავიანთი კაცი ყავთ ხო, მოიტანეს იქაური იარაღი, ავტომატი, ტყვიამფრქვევი, თუ რაღაცეები, დაურიგეს, ხელი მოაწერინეს, რომ მე მივიღე ამ კაცისგან ავტომატი ამდენი მჭიდი ტყვიით, მორჩა, ეს სულყველაფერი აკრიფეს და ისიც უთხრეს, რომ თქვენ ოღონდ იქიდან გასროლაგ აგვაგონეთო დაა მათჩ ვენ ვეყოფითო, ხოდა ეს სტალინს მოახსენეს, რომ ბატონო სტალინო, აი ესეთი ხალხი გვყავს საზღვარზე 400 000 კაცი, და იმან ერთი სიტყვა თქვა: “убрать»და “ვსო”, ასე დამთავრდა, როგორც ჩეჩნები გაასახლეს, ჯერ ჩეჩნები გაასახლეს, მერე ესენი გაასახლეს, გასახლებაც ხომ გითხარით როგორცმოხდა.

  • 1944 წლის 14 ნოემბერია, მოდის “მაშინა”, მოდის “მაშინა”, მოდის “მაშინა”, “სუდაბეკრები”, სამხედრო “სუდაბეკრები”, ზემოთ დახურული, უკნიდან ჩამოფარებული, წინიდან ჩამოფარებული, კონტეინერებივით. ვალედან ადიგენის გზა ახალციხიდან თითქმის ადიგენამდე სულჩანს, ეს გზა, როგორც ლამპიონი დაანთო ღამე, აი ისე განათებული იყო ეს გზა მანქანებით, იმიტომ რომ ადიგენში ერთი 30 სოფელი უნდა გაესახლებინათ. მაშინ სოფელი ბრიგადებით იყო დაყოფილი, ერთ ბრიგადაში 20 ოჯახი იყო, აბა ბრიგადა, ყველა დიდი, პატარა სახლში ვინც ხართ, ყველანი სკოლის ეზოში უნდა გამოცხადდეთ, სახლში ბავშვი, პატარა ბალღიც კი არ დატოვეს, სოფელს შემოარტყა სამხედრომ სამი “კრუგი” ავტომატებით, რომ იქიდან ჩიტიც ვერგაფრინდებოდა, დიდი პატარა გასული ვართ, გამოვიდა პოლკოვნიკი ვიღაცა, ხოდა თქვა, რომ თურქეთი ომს იწყებს, საჭიროა აქედან გავასახლოთ, დავცალოთ ეს რაიონი, ხალხი გადავარჩინოთ მაინც დახოცვას, ნუ იმან თავისი სიტყვა დაამთავრა, კოლმეურნეობის თავჯდომარემ თავისი თქვა და დაიწყეს სიის ამოკითხვა, ეხლა პირველ რიგში ვასახლებთ მაჰმადიანებს,იმიტომ რომ მატარებლის მეტი საშულაება არა გვაქვს, მატარებელი შემოვიდა თუ არა, მეორე დღეს ეგ ამბავი მოხდა, ახალციხეში მატარებლის გზა გაგვყავდა, რკინიგზა, შემოვიდა თუ არა მეორე დღეს ეგ ამბავი დატრიალდა, გაიცა განკარგულება, სია აიღეს, ალი ისმაილოღლი, ადი “მაშინაზე”, შენი ოჯახით, მაშინა იქ დგას, ავიდა; გოზალიშვილი სეითი ადი შენი ოჯახით მაქანაზე, ორი ქართველის ოჯახი, ერთი თათრის ოჯახი, ქართველებო დაეხმარეთ მაგათ მანქანის დატვირთვაში, იქიდან დაბრუნდება ტრანსპორტი თუარა, მერე თქვენ გაგასახლებთ, მანამდე ომი არ დაიწყება, ასეთი არის წინდაწინ განსაზღვრული, რომ ერთი კვირა გვაქვს საშუალება, რომ ომი არ დაიწყოს, ნუ ახლა წამოვედით, დავჯექით სულყველანი, დიდი, პატარა მანქანაში, წინ “სალდათი” ოფიცერი კაბინაში, ერთი “სალდათი” ავტომატით წინ დადგა, მეორე უკან - ბორტზე დგას, მოვედით საათის 4-იაუკვე, ოფიცერმა უთხრა, ეხლა არის 4 სთ, 6 სთ-ზე, ზუსტად 6 სთ-ზე, “მაშინა” დაიქოქება და გავდივართ, მანამდე რაც გინდათ, თქვენს განკარგულებაშია მანქანა, დატვირთეთ,

  • ახლაჩვენ ახლა მეზობლები ვიყავით,ისე ვიყავით შეზრდილები ერთმანეთთან, არ ვარჩევდით, ერთად ვთამაშობდით, ერთად მივდიოდით, ერთად ვჭამდით, იმის სახლში ვიყავით, ჩვენ სახლში ვიყავით, ისენი მართალია მაჰმადიანური სარწმუნოება ქონდათ, მაგრამ ქართველობა არქონდათ დაკარგული, ხოდა დავიწყე დახმარება, ეხლა ძროხას და ხარს ვეღარ მოკლავდნენ, მაგრამ ცხვრებს, გამოფატრეს მუცელი და შეაგდეს პირდაპირ კუზაოში, ვეში რაც, რომ ქონდათ და რას წაიღებდნენ ეხლა: ლოგინი, კარტოფილი, ხორბალი, ფქვილი, თუ რამე ქონდათ, ტანისამოსი რაღაცეები, შეყარეს იმ მანქანაზე და 2 სთ-იც გავიდა მამაჩემი იყო მაშინ კომიისის თავმჯდომარე, სოფლის დადადიოდა და ყველა სახლზე პლომბს ადებდა, კარებზე დაკეტილია, პლომბი ზედ ადევს, იქ ვერავინ ვერ შედიოდა, 2 სთ-ში ზუსტად 6 სთ-ზე დაიქოქა მანქანები და 400 000 კაცი 2 სთ-ში რკინიგზაში ჩაყარეს, რკინიგზის ამდენი ვაგონი სად იყო, რომ, ჩაყარეს როგორ კაცო, ვაგონში, სატვირთ ოვაგონები, რომ არის იმაში ერთ ში ერთი 50 -60 სული შეყარეს, დასაჯდომი ადგილები ქონდათ მეტი არაფერი შიგ, მოვიდა მატარებელი და ჰაიდა წავიდა, დანარჩენები იქვე ტერიტორია იყო შემოღობილი, ამ “სალდათების” მიერ, იქიყვნენ და იქ 2 დღეს უციდნენ, სანამ მატარებელი ჩამოვიდოდა, სხვა ახალი მატარებელი, ისინი შუა აზიაში წავიდნენ, სანამ სხვა ვაგონები მოვიდოდა, მოვიდოდა ვაგონები, გაივსებოდა ერთი “სასტავი” წავიდოდა და აი ეგრე ერთი ორი დღე მოუნდათ, რომ რომ სულყველა 400 000 რკინიგზით გაესახლებინათ შუა აზიაში

  • Celé nahrávky
  • 1

    Tbilisi, 10.07.2013

    (audio)
    délka: 01:55:49
Celé nahrávky jsou k dispozici pouze pro přihlášené uživatele.

„...ბატონო სტალინო, აი ესეთი ხალხი გვყავს საზღვარზე - 400 000 კაცი და იმან ერთი სიტყვა თქვა: - „убрать!“ და ასე დამთავრდა...“

Markoz Gozalishvili 14.jpg (historic)
Marcos Gozalishvili

დაიბადა 1931 წლის 22 აპრილს ვალეში. მამა-სეით გოზალიშვილი, დედა-მარიამ გვარამაძე. მამა მის დევდა სოფლის მეურნეობას. ოჯახში იყვნენ 4 ძმა. სკოლაში შევიდა ვალეში, თუმცა მეცხრე კლასიდან სწავლა გააგრძელა ახალციხის სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო სამხედრო სამსახური. ერთი წელი სწავლობდა ლატვიაში და უგაპირშის სამხედრო საავაციო სასწავლებელში, შემდეგ ჩააბარა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სამხედრო სასწავლებელში, 2 წლის შემდეგ, 1954 წელს სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ, სასწავლებლდან გამოვიდა და სწავლა გააგრძელა ქუთაისში სამთო ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტზე.1960 წელს ცოლად მოიყვანა ლილი თოფურია. ყავს სამი შვილი და ორი შვილიშვილი,წლების განმავლობაში მუშაობდა ახალციხის ავტოსატრანსპორტო გაერთიანებაში დირექტორად. ბოლო წლებში კი მსოფლიო ბანკის პროექტში.