Následující text není historickou studií. Jedná se o převyprávění pamětníkových životních osudů na základě jeho vzpomínek zaznamenaných v rozhovoru. Vyprávění zpracovali externí spolupracovníci Paměti národa. V některých případech jsou při zpracování medailonu využity materiály zpřístupněné Archivem bezpečnostních složek (ABS), Státními okresními archivy (SOA), Národním archivem (NA), či jinými institucemi. Užíváme je pouze jako doplněk pamětníkova svědectví. Citované strany svazků jsou uloženy v sekci Dodatečné materiály.

Pokud máte k textu připomínky nebo jej chcete doplnit, kontaktujte prosím šéfredaktora Paměti národa. (michal.smid@ustrcr.cz)

Madlena Komakhidze (* 1927)

„...იმუნიტეტი არსებობს მგონი ბავშვებში, მონატრების გრძნობა დაფარული მქონდა, ძალიან ძნელი იყო ჩემთვის, მაგრამ რაღაცნაირად გადავიტანე.“

  • დაიბადა 1928 წელს ბორჯომში

  • 1937 წელს დააპატიმრეს მშობლები, მამა მაშინვე დახვრიტეს, ხოლო დედა გადაასახლეს ციმბირში.

  • მეცხრე კლასში როდესაც იყო დედა დაბრუნდა გადასახლებიდან.

  • 1947 წელს ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე.

  • სწავლის დამთავრების შემდეგ პენსიაში გასვლამდე მუშაობდა არქიტექტორად სხვადსხვა საპროექტო დაწესებულებაში.

  • მისი მეუღლეც იყო არქიტექტორი.

  • ყავს ერთი ვაჟიშვილი.

  • ცხოვრობს თბილისში.

10


მადლენა კომახიძე



ინტერვიუერი: რა გვარის ბრძანდებით ქალბატონო მადლენა?

რესპონდენტი: კომახიძე.

ინტერვიუერი: რომელ წელს დაიბადეთ?

რესპონდენტი: 1928 წელს.



ინტერვიუერი: ქალბატონო მადლენა, თქვენი ცხოვრება გვინდა, რომ გაიხსენოთ, რა იყო მნიშვნელოვანი?

რესპონდენტი: ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემი საყვარელი მშობლები, ჯერ კიდევ 8 წლის ვიყავი როცა დავკარგე. კიდევ კარგი გამომიჩნდნენ დედის დეიდები, რომლებმაც წამიყვანეს და გამზარდეს. პირველად ვერც კი ვგრძნოდი, არც მითხრეს, რომ ისინი დაპატიმრებულები იყვნენ, პატარა ვიყავი, თითქოს სადღაც მივლინებაში წავიდნენ, მე რუსულ სკოლაში ვსწავლობდი იმიტომ, რომ მამაჩემი რუსეთში მუშაობდა და როდესაც ყაზახეთში დაასახლეს, იქ კარგი კლიმატი იყო და მეც წამიყვენეს. რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და რუსულად მითხრა თანაკლასელმა: «Твои родители совсем не в комондировке, они Троцкисты», ამის შემდეგ დაიწყო ის, რომ ყველამ იცოდა ტროცკისტების შვილი, რომ ვიყავი, მაგრამ ესეთი მაშინ ბევრი იყო, ჩემს კლასშიც იყვნენ ტროცკისტის შვილები. ერთი რუსულის მასწავლებელი იყო,პირველი კლასის, ძალიან კარგი ქალი, მე რომ ავად გავხდი არ შეეშინდა და მოვიდა, ყვავილები მომიტანა და გაიცნო ჩემი ბებიები. დედაჩემი დაბრუნდა, როდესაც მე უკვე მე-9 კლასში ვიყავი, შეუმცირეს ვადა. პირველი რაც თქვა, როდესაც შემოვიდა, შემთხვევით მოხდა ისე, რომ მე არ დავხვდი, მეგონა, რომ ერთი დღით გვიან მოვიდოდა, «Какая ты большая!» მე ვუთხარი: « - Мама, я не красивая, - ну и что, молодость сомо по себе красата» მერე მკითხა: «Ты не комсомолка?» Я ей сказала: «Нет мам, я не комсомолка. – не уже ли ты из за меня не комсомолка?! ესეთი რაღაც მითხრა წარმოიდგინეთ. 9 წელიწადი არხანგელსკის რაიონში იყო გადასახლებული, ”ლაგერში”, მესამე რიგის ნარებზე გაატარა დღეები, ჩამოვიდა და ესეთი საოცარი შეკითხვა მომცა. მადლობა ღმერთს, რომ თვითონ გაიგო მის გარშემო რავ ხდებოდა, თბილისში ცხოვრების უფლება არ მისცეს რასაკვირველია და ცხოვრობდა ქუთაისში. ღმერთმა უწყალობა, რომ ბიოლოგი იყო დედა და ”ლაგერშიც” გადარჩა ამითი, ლაბორატორიაში წაიყვანეს და იქ მუშაობდა. საერთო სამუშაოების შემდეგ, ალბათ ვერ გაძლებდა, დაავადდა საშინლად. ხის ჭრაზე მუშაობდნენ ტყეში ქალებიც და კაცებიც, ალბათ ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რომ გაიგეს, რომ ბიოლოგია და იცის ლაბორატორიული სამუშაო, წაიყვანეს პატარა ლაბორატორიაში, ამ ვეტლაბორატორიაში, ქართველი ქალი იყო ოლგა რამიშვილი, რომელიც ფარმაცევტი გახლდათ და ერთად დაიწყეს მუშაობა და ამ სამუშაოს ხელმძღვანელობდა ვინმე პერეცი, პროფესორი, ლენინგრადელი. იმდენად კეთილშობილი იყო ეს კაცი, რომ ამ ქალებს უთხრა, რომ მე თქვენ ყოველდღე 2 საათიან ლექციას წაგიკითხავთ ბიოლოგიაში, ბიოქიმიაში და მართლაც უტარებდა ლექციებს. ამითი დედამ შეიძინე კიდევ უფრო დიდი ცოდნა და გადარჩა იმ საშინელებას, იმ საერთო სამუშაოს, რომელსაც ვერ უძლებდნენ ქალები. დედა, რომ მოდიოდა ბარაკში ღამე, იქ კიდევ სამი ქართველი ქალი ხვდებოდა თბილისიდან წაყვანილი, მათ შორის ერთი16 წლის მარო მაყაშვილი იყო. მარო მაყაშვილი წაიყვანეს იმიტომ, რომ დასწამეს თითქოს ახალგაზრდული ფაშისტური ორგანიზაციის წევრი იყო. რატომ დასწამეს, იმიტომ, რომ იმ კლასში სადაც ის სწავლობდა, იყო დათეშიძის ძმისშვილი, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც საშინლად აწამეს, საშინლად და იმან დაადასტურა, რომ ეს (მარო მაყაშვილი) ჩემი ორგანიზაციის წევრი იყო და ჩვენ ერთად მოვღვაწეობდით, გვინდოდა ფაშიზმი დაგვემყარებინაო. ისეთი ნაწამები იყო მარომ, რომ ნახა ვერც ვერაფერი თქვა. მხოლოდ 5 წელიწადი, რომ გავიდა დედაჩემს უთხრა მარომ, დედაჩემი მფარველობდა იმიტომ, რომ ეცოდებოდა ეს ახალგაზრდა გოგო, უთხრა: თალიკო, რა არის ფაშიზმი ამიხსენი მაინცო. აი ესეთ გარემოში იყო. დედა, რომ მოვიდოდა, ქალები ეუბნებოდნენ, თალიკო არ დაიძინო, არ დაიძინო, გვითხარი რა ხდება, რა ნახე შენ ფანჯარაში, რა დაინახე, რა არის გარეთ, მაგრამ დედამ თქვა, რომ მე გადამარჩინა იმან, რომ მე ძილი შემეძლოო. სხვათა შორის დედამ მემგონი ისიც იცოდა, რომ უკვე დახვრეტილი იყო მისი ქმარი. საოცარი ამბავი მოხდა. როდესაც ციხიდან გადაყავდათ მეორე ციხეში, „კაგებეს“ ციხიდან უბრალო ციხეში, მაშინ არ იყო ესე ორგანიზებული მანქანები და საქმეები, გამოიყვანეს დილით ადრე ქალები, დასვეს სატვირთო მანქანზე, გახსნილზე. მასთნ იჯდა გვერდში გოცო მახარაძე, ლეილა გორდელაძის დედა, რომელიც მიდიოდა იმ მუხლით, რომ დახვრეტა ეკუთვნოდა. ამ დროს კაცები გამოიყვანეს და გოცო მეუბნება: თალიკო, ეს ხომ ოტიაა, მამაჩემს ოტია ერქვა. მამაჩემი მაღალი კაცი იყო, როგორც დედა ყვებოდა, ლამაზი და წარმოსადეგი და დედამ უთხრა, რომ: არა ეს ოტია როგორ არის, ნახე რა დღეშია ვიღაცაა. ეს ხალხიც მოიყვანეს ამ მანქანაში, ერთ მანქანაში დასვეს, მე იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ”კაგებე” იყო, ორგანიზებული არ იყო არაფერი, ერთ მანქანაში ჩასვეს კაცები და ქალები, გოცო ძალიან მაგარი ქალი იყო, მიტრიალდა მოტრიალდა და დამისვა გვერდით, შევხედეო დედამ და ერთი შავი თმა აღარ ქონდა, 33 წლის იყო მაშინ, ხელები გამხდარი, თვითონ ყვითელი და ვეუბნები: ოტია, შენ ხომ მაგარი ვაჟკაცი ბიჭი იყავი, რა მოგივიდა? როგორ რა მომივიდაო და გამოწია ფეხები და შეხვეული ქონდა რაღაც ტილოებში, სულ გასისხლიანებული და ჩირქით სავსეო და მითხრა: აი ნახე რა მიქნეს, ერთი ფრჩხილი აღარ დამიტოვეს ფეხზეო.აქედან, რომ გავალო, «Я логда от сюда вийдуб я босой дойду до Кремля», უთქვიარომელი კრემლი, აპრილში წაიყვანეს და ორ თუ სამ თვეში დახვრიტეს. ნუ ეხლა ეს ცალკე ამბავია, დედამ იქაური ქალების მონაყოლი იცის, რომლებიც მამაჩემის საქმეზე გამოდიოდნენ, საშინელი ნაწამები, აი მაგალითად დედასთან იჯდა ერთი ქალი, ვოლია ლივიტსკაია, ეს დედაჩემისგან ვიცი, მამაშენის მდივანი იყო, როდესაც ქუთისში მუშაობდაო. მამა 2 წელიწადს მუშაობდა ქუთაისში კომკავშირის კომიტეტში და მერე რუსეთში გააგზავნეს. ეს ქალი, ვოლია ლივიტსკაია, გათხოვილი ქალი იყო, 2 შვილი ყავდა, ლამაზი ქალი იყო ძალიან და ცოტა არ იყოს ვეჭვიანობდი კიდეცო და ციხეშიც შორს მეჭირა თავი მისგანო. ეს ქალიც მიდიოდა იმავე მუხლით, როგორც გოცო მახარაძე, უნდა დაეხვრიტათო და ერთხელ, როდესაც წავიდა უკვე და აღარ დაბრუნდა, გოცომ მითხრა: თალიკო, ამ ქალმა ესე მითხრა, რომ თალიკოს ჩემზე რაღაც ხინჯი აქვსო და გადაეცითო, მე ოტიაზე გამოვედი და ვუთარი ესეთი რამეო, როდესაც ოტია შემოიყვანეს, იყოო გაპარტახებული, განადგურებული, შემოვიდაო, ძლივს შემოათრიესო და უთხრესო: აბა გადაწყვიტე რამე, კიო, კიო გეტყვითო, ოღონდ ჭიქა წყალი დამალევინეთო უთხრა, თურმე წყალს არ აძლევდნენ, მისცეს ჭიქით წყალი, თურმე იყო მარილიანი ის წყალი და რომ გასინჯა აიღო და ესროლა ეს ჭიქა გამომძიებელს. შეუკრეს ხელები და წაიყვანეთო უთხრეს. ამ დროს მოიცა, მოიცაო და ვოლას ეკითხებიან: გადმოგცათ, თუ არა ოტია კომახიძემ სიები, რომლებიც უნდა დაგებეჭდათ და შიგ იყო თქვენი ორგანიზაციის, ტროცკისტული ორგანიზაციის წევრების გვარები. ვოლიას უთქვამს, რომ კი ნამდვილად. «Зойячто ты говориш, ведь ты партийная женщина» გოცო ეუბნება თურმე დედას, რომ გადმომცა მე ეს იმიტომ ვთქვიო, რომ მე ჩემს ქმარზე კიდევ უარეს რაღაცეებს ვამბობდიო და მინდოდაო, რომ როდესმე ჩემი 2 შვილი მენახა და ცოცხალი ვყოფილიყავიო, მაგრამ ვოლია დახვრიტეს. ეს ცნობილი ამბავია. მოკლედ გავიდა 9 წელიწადი და დედა იყო იქ ბედნიერად ლაბორატორიაში, ლაბორატორიაში ყოფნა ეს იყო დიდი ბედნიერება, საერთო სამუშაოებს ვერ უძლებდნენ, ვერც ქართველები, ვერც რუსები, სულ ყველა იხოცებოდა თითქმის, ვინც ტყეში მუშაობდა. ერთ მშვენიერ დღეს, დედაჩმს უთხრა თვისი ლაბორატორიის უფროსმა, რომ ჩვენ ეხლა სხვა ლაგერში უნდა წავიდეთ და იქ უნდა ჩავატაროთ პროფილაქტიკა, იქ რაღაცა მოხდაო და წავედით მარხილებითო, ეს იყო არხანგელსკის რაიონი, შორი ჩრდილოთი, რომ ჩავედით, მივედით ერთ ბარაკშიო დედამ, რომელშიც იატაკზე ეყარა ხალხი დასიებულები, დასისხლიანებულებიო. შეხედა ჩემმა უფროსმა და თქვა: რას გამოგვაგზავნეს, “Они все уже отморожены”, ვერაფერს ვერ ვუშველიდით, ვერც ნემსით და ვერც წამლით და ესევე წამოვედითო. ესეთი შემთხვევები ბევრი აქვს დედას მოყოლილი, იცით ძალიან კანტი-კუნტად გვიყვებოდა, პირველი ხანები საერთოდ გაჩუმებული იყო, არ უნდოდა რომ რამე მცოდნოდა, მაგრამ მერე გავიდა დრო, მე უკვე გავთხოვდი, შვილი მეყოლა, დედაც ამბობდა, რომ სულ ვფიქრობდიო, რომ ”რა ბედნიერი ვიქნები, როცა გავთავისუფლდები, მე ხომ არაფერი არ დამჭირდება, სიცოცხლისთვის არაფერი არ არის საჭირო, ერთადერთი ისუნთქო ჰაერზე და იყო თავისუფალი.“ მერე ბევრი რამე მომიყვა და სიკვდილის წინ იცით რა გაიხსენა, სიკვდილის წინ თქვა: ”მადლენა მამაშენის ხელებს ვხედავ მაშინ მანქანაში, რომ ჩემს გვერდით იჯდა, სულ თვალწინა მაქვს.”

ინტერვიუერი: მაშინვე გაიგო, რომ დახვრიტეს, თუ არ იცოდა?

რესპონდენტი: არა. «В дальных лагерях без права переписки» ესეთ ცნობას აძლევდნენ, მეც ესეთ ცნობას მაძლევდნენ და მერე მითხრეს, «Будущи организатором, რომ ერთ მშვენიერ დღეს მომცეს ესეთი ცნობა, «Троцкистого переворота с целю захвата Кремля, был орестовон и рострелен» და დედას რა ეწერა იცით: “Будущиженой Троцкиста, не розоблочила своего мужа, а сома емела скрытые Троцкистые взгляды» დურაკების ქვეყანა«скрытыевзгляды» - ის გულისთვის 10 წელიწადი მიუსაჯეს ქალს.

ინტერვიუერი: ქალბატონო მადლენა, რომელ წელს მოხდა ეს?

რესპონდენტი: 1937 წელს.

ინტერვიუერი: გახსოვთ როგორ მოხდა ეს?

რესპონდენტი: ჩვენ ჩამოვედით ალმაატიდან, მამაჩემი ხომ იქ მუშაობდა თავიდან., მაგრამ მერე გადაწყვიტა, მემგონი იქაც დაამუშავეს თუ რაღაც და იფიქრა გავასწრო აქაურობასო და მე, დედა და მამა წამოვედით თბილისში, საქართველოში. საქართველოში, რომ მოვდიოდით, მაშინ მატარებელი იდიოდა აზერბაიჯანის, დაღესტანის გავლით, არა, ჯერ მოსკოვში ჩავედით და იქ 2 დღე გავჩერდით და მამამ დაიწყო რეკვა, მეგობრები ყავდა მოსკოვში, მამას მოსკოვში დაამთავრა «Красная професура, филосовский факултет»და ეტყობა იქიდან მეგობრები ყავდა, ფაქტიურად მანამდე ჩვენთან არ ცხოვრობდა, 37 წელს შევხვდით მამა, დედა და მე, ხოდა დაიწყო რეკვა მეგობრებთან, თურმე სულ ყველა, დედამ როგორც მითხრა, არავინ არ პასუხობდა,ერთმა სამმა ოჯახმა მიპასუხა: «Он орестовон, он орестовон, он орестовон!» და რომ წამოვედით, მახსოვს ფანჯარასთან იდგა მამა და შემოვარდა: თალიკო ნახე რა ხდება, ორჯონიკის სურათები იყო, თავი მოიკლა მაშინ ორჯონიკიძემ. რა მოხდაო, ნეტავ რა ხდებაო, აი ესე ჩამოვედით და მეორე თუ მესამე დღეს წავიდა ბერიასთან სამსახურის თაობაზე. მაინც პარტიული იყო, ყაზახეთში იყო სამეურნეო განყოფილების უფროსი ”ცეკაში” და მივიდა, ბერიამ ძალიან ცივად მიიღო და უთხრაო, რომ მშენებლობა იწყება მთავრობის სასახლეში და იმის უფროსად დაგნიშნავო. ეტყობა მამაჩემმა ითაკილა ეს, უფრო სხვანაირი პარტიული სამუშაო უნდოდა და არმინდაო ეს სამუშაოო უთქვამს, ამდგარა და გამოვიდა. ბერიასთან საერთოდ ადრეც ჰქონდა რაღაც კონფლიქტი, ახალგაზრდობაში. მაშინაც ახალგაზრდა იყო, 33 წლის. ბერიამ მიაძახა: «Комахидзе! Ты у меня зоплатеш! Ты это препомнеш!»და იმ ღამეს წაიყვანეს დედა და მამა, მე მეძინა, ღამე მოვიდნენ და დილით, რომ გავიღვიძე, დედაჩემს ვისაც მიყავდათ, სამი ცეკისტი იყო და ორი კიდევ ჯარისკაცი, ერთ-ერთი ნაცნობი იყო, მეგობარი ტავის დროზე, თვალჭრელიძე, როგორც მითხრა და ვთხოვეო, რომ შეატყობინე ჩემებს, რომ ბავშვი მარტო დარჩა, იმას დაურეკავს და მოვიდა დეიდაჩემი, დაწვა ჩემს გვერდზე. გამეღვიძა და ვხედავ დედა არ არის, თინაა. თინამ მითხრა, რომ ღამე გამოიძახეს სასწრაფოდ და წავიდნენ მივლინებაშიო. აი ასე გავიგე მე ეს ამბავი და ძალია დიდ ხანს ესე ვიცოდი, სანამ კლასელმა არ მომაძახა: «Твои родители Троцкисты! Не чего не в комондировке, они Троцкисты»

ინტერვიუერი: რამდენი წლის იყავით მაშინ?

რესპონდენტი: 8 თუ 9 წლის ვიყავი. მაშინ ხომ 9 წლის შედიოდნენ სკოლაში პირველ კლასში, 8-9 წლის, მერე კომკავშირში არ შევდიოდი, არავითარ შემთხვევაში, ნუ არ მინდოდა აბსოლუტურად, მაგრამ მერე სამსახური, რომ დავიწყე, ჩემდა სასირცხვოდ, მაშინ შემიჩნდნენ, გამომიძახეს რაიკომის მდივანთან და რაღაცის ჩატარება უნდოდათ, მე საკმაოდ აქტიური ვიყავი, გურული არა ვარ (იცინის) და ეტყობა თვალი დამადგეს და გინდა თუ არა შემოდიო. მე ვუთხარი ჯერ კანდიდატად შემოვალ-თქო, რატომო მკითხეს და მე ვუთხარი ასპირანტურაში მინდა ჩავაბარო-თქო და არ მინდა ეს კომკავშირითქო. მგონი მაშინ ჩამრიცხეს კანდიდატატ, ესევე დავრჩი კანდიდატად, აი ეს იყო და ეს, ამასთან დაკავშირებით, რომ გითხრათ რა სიძნელეები მქონდა, თუ ვინმეს წარმოუდგენია თბილი და კარგი ოჯახური ცხოვრება, მე ეს არ მქონდა, დედის დეიდებს ძალიან ვუყვარდი, ექიმები იყვნენ, გაუთხოვარი ქალები. მე ვიყავი მათთვის რა ვიცი, იქამდე, რომ ჩემთვის ძიძაც კი გამოიწერეს, ოსის ქალი იყო და ეს სამივე ქალი მივლიდა მე. არაფერი არ მაკლდა ალბათ, მაგრამ მერე ომი დაიწყო, სიძნელეები დაიწყო, მაგრამ ეს როგორც ყველას, ვერ ვიტყვი, რომ რამე გაჭირვება მქონდა განსაკუთრებული, ალბათ მხოლოდ ის, რომ მეზობლები პირდაპირ იტყოდნენ: საწყალი ბავშვი, ალბათ დედა გენატრება. რაღაც იმუნიტეტი არსებობს იცით ბავშვში, რაღაცნაირად დაფარული მქონდა ეს გრძნობა, ესეთი დიდი სიმწარე ალბათ ძალიან ძნელი იყო ჩემთვის, მაგრამ რაღაცნაირად გადავიტანე. მე მინდოდა ასპირანტურაში დარჩენა, კარგად ვსწავლობდი აკადემიაში არქიტექტურაზე და გამაფრთხილეს კათედრაზე, რომ შენ თუ კონკურენტი გეყოლება ნუ შემოიტან განცხადებას, ისეთი მინუსი გაქვს, რომ... ეს არაფერი არ იყო, ასპირანტურის გარეშეც შეიძლება ცხოვრება. ეს არ მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად, მაგრამ ის, რომ დედაჩემი დაჩაგრული იყო, რომ ჩამოვიდა, ცხოვრობდა ქუთაისში, იქაც დაეხმარნენ და ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მოეწყო, მეაბრეშუმეობის სადგური იყო და დედა ცლკე იყო, მე ცალკე ვიყავი. რაღაც სიძნელეები იყო რასაკვირველია, მაგრამ ეს ყველაფერი გადავიტანე. დედა ხომ ამბობდა, რომ რა მარტივად ვიცხოვრებო სულ ამას ვფიქრობდიო, მაგრამ მერე რაღაც მომინდა შენთვისო, რომ მადლენას კარგი კაბა შევუკერო, რომ მადლენას რაღაც ჰქონდესო. კიდევ ერთი ეპიზოდი მინდა მოგიყვეთ, იყო ესეთი ქალი, ბაბულია ჭეიშვილი, რომელიც დედაჩემთნ ერთად იყო გადასხლებაში. ეს იყო დიმიტრი მჭედლიძის ძმის ცოლი. ეს ბიძინა მჭედლიძე ახალგაზრდა კაცი იყო და ბაბულია იყო მისი მასწავლებელი. მოხდა ისე, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ და ბაბულია გაყვა ბიძინა მჭედლიძეს. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მთელი ხონი, ხონში იყო მასწავლებლად, აუჯანყდა მას, მაგრამ ისეთი სიყვარული ჰქონდათ, რომ არ მიაქციეს ამას ყურადღება. მერე მოხდა ისე, რომ ბაბულია დააპატიმრეს, ეტყობა რამე ხრიკი მოუძებნეს და დედასთან ერთად იყო გადასახლებაში. მერე ბაბულია დაბრუნდა, დედაზე ცოტა ადრე და როდესაც დაბრუნდა აქ დაავადდა, იწვა თურმე, ავადმყოფი იყო, ჯერ რა მოუვიდა იცით, მოსკოვში, რომ ჩავიდა მივიდა პირდაპირ დიმიტრი მჭედლიძესთან, მომღერალ დავიდოვას ქმართან, რომ მივიდა და დააკაკუნა მოსამსახურემ გაუღო კარი და ეუბნება: ვინ ხართ. მე ბიძინას ცოლი, დიმიტრის ძმის ცოლი ვარო უთქვამს. რომელი ცოლი, ბიძინა თავის ცოლთან ერთად ჩამოვიდაო, უთხარა თურმე მოსამსახურემ. ეს ქალი მიბრუნდა და წავიდა, აღარ გაჩერდა იქ. ძალიან განიცადა ეს ამბავი. დედას უთქვია მერე, როცა შეხვედრია, რომ რა მოხდა მერე, შენ 10 წლით უფროსი იყავიო და აბა რა გეგონაო. არაო, ჩვენ ისეტი სიყვარული გვქონდაო, რომ უნდა მოეცადა ჩემთვისო. ცუდად, რომ იყო დედაჩემი ჩავიდა ხონში, მივიდა და ხედავს, რომ ჩავარდნილია ლოგინად და ტირის: თალიკო ეს სად ვიყავით, ეს რა ტანჯვა გადავიტანეთ. დედას უთქვია, რას ამბობ ბაბულია, რა არის, ეხლა ხომ თავისუფალი ხარ, დაივიწყე ეს ამბავიო და უცბად თურმე ეს დავარდნილი ქალი წამოდგა და ეუბნება, რომ: არ გაბედო და არასდროს არ დაივიწყო, იცოდე დაგწყევლი თუ დაივიწყებ, ყოველთვის გახსოვდეს ეს ამბავიო. აი ასეთი ეპიზოდი იყო.

ინტერვიუერი: თქვენ ხელი არ შეგშლიათ დედათქვენის და მამათქვენის ამბავის გამო?

რესპონდენტი: აი ასპირანტურაში არ მიმიღეს. ყოველთვის, მაინც საქართველოში იყო ხალხი, ეს საქართველოა, რუსეთში არა, თანაგრძნობას გვრძნობდი, რომ ვეცოდებოდით თუ იცოდნენ რა უსამართლობაც მოხდა. მაშინაც თითქოს რაღაცა ელიტა გაჩნდა აქ, კომუნისტების. პირველად, რომ ყველა სადად, უბრალოდ და მარტივად ცხოვრობდა, თანდათან... წიგნაკები იყო მაგალითად 33 წელს, პურის წიგნაკები და ჩვენ მაგალითად თეთრი პურის წიგნაკი გვქონდა. ერთხელ მეზობელთან ჩავედი და შავი პური დავინახე და ვუთხრი, ეს რა არის-თქო. დედაშენივით კომუნისტები კი არა ვართო მითხრა, ჩვენ შავ პურს ვჭამთო. რაღაცნაირი ელიტა არსებობდა, მაგრამ მე და დედა მაგალითად ერთ ოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, გრიბოედოვის ქუჩაზე, ძალიან მარტივად და უბრალოდ. დედა მუშაობდა, მართალია მე ძიძა მყავდა, მაგრამ არც ჩაცმა და არც სხვა, არაფერი ისეთი არ იყო. მაშინ უფრო მეტი პატიოსანი ხალხი ცხოვრობდა სხვათა სორის, მაგრამ იყო სხვანაირი ხალხიც. მაგალითად ქიაჩელის ქუჩაზე კარგი სახლი იყო, პრივილეგირებული იყვნენ და... ჩემი მეგობრის სიმამრი გახდა მერე ერთ-ერთი, გენერალი ბზიავა. ჩემი მეგობარი გაჰყვა მის შვილს. მე დიდხანს არ მინდოდა იმ სახლში მისვლა. რატომ იცით, მათ ქორწილში მე ვიყავი და თამადა იყო ცხენოსნების და რაღაცის უფროსი. ეს თამადა ყვება, რომ რა კარგი დრო იყო ადრეო, ბზიავას მეუღლე კარგი ქალიაო, მას კარგი მეგობრები ყავდაო და მეო ქობულეთში ვისვენებდითო და ვცეკვავდიო იქ კუკუტარია ჩამივლიდა, ამივლიდა და ჩამიხტებოდაო. ეს კუკუტარია დედაჩემის დამკითხავი იყო. ისინი ცეკვავდნენ და მხიარულობდნენ, მაგრამ ასეთი რამეებიც ხდებოდა. დაკითხვაზე, თვალჭრელიძე ყოველთვის იყო დედასთან და რაღაცნაირად ეტყობა არ მიდიოდა ჩემი საქმე კარგადო, ერთი კაცი ოყო სომეხი, ბოშოიან და ის მეუბნებოდაო, რომ თქვენ რა გგონიათ, აქ ესე რომ გეპყრობით, იცი სად ჩაგაგდებთო: «Как шолковая ты у меня станеш и всё вы мне скажете და ესე დაამატაო: «Что было и не было!»ხომ გეუბნებით მე არ შემიძლია ტყუილის თქმა, კიდევ კარგი გამომიჩნდა მფარველები, დედის დეიდები, ექიმი ქალები, გაუთხოვრები, უშვიოები და მათთან მე როგორც სხვა ბავშვები, გაჭვირვებული ვიყავით ძალიან, ომის დროს შიმშილიც იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ სახლში რაც კი გვქონდა, ყიდიდნენ და იმითი გაქონდათ თავი, თავის დროზე კარგად ცხოვრობდნენ, შეძლებული ოჯახიდან იყვნენ, ყიდიდნენ და მე მაჭმევდნენ და ვიყავით რაღაცნაირად, გადავრით. ეს ჩასაწერად არა, ისე მოგიყვებით (იცინის). უკვე, რომ ვმსახურობდი, ერთ ახალგაზრდა ლექტორს ეტყობა მოვეწონე, მე საერთოდ არ მომწონდა, რაღაცა არასასიამოვნო პიროვნება იყო, მივლის გარშემო აქედან-იქიდან და ერთ მშვენიერ დღეს მთხოვა, რომ მე გაგცილებო სახლშიო და გამომყვა. მეკითხება, რომ თქვენი მშობლები სად მუშაობენო. მე ვუთხარი, რომ ჩემი მშობლები დაპატიმრებულები იყვნენ 37 წელს, მორჩა და გათავდა. (იცინი) მართალი ვუთხარი არა.ესევე მომცილდა ის კაცი.

ინტერვიუერი: ქალბატონო მადლენა, თქვენ ამბობდით, რომ მამას რაღაც ქონდა ბერიასთან, რა ურთიერთობა ჰქონდა და რატომ ჰქონდა ეს კონფლიქტი?

რესპონდენტი: არვიცი, ქუთაისში მუშაობდა და ბერია თანდათან შედიოდა ძალაში და დედაჩემს მოუყოლია, დედაჩემმა იცოდა სტენოგრაფია კიდე, ერთი მეგობარი ჰყავდა, ისიც სტენოგრაფისტი. თან პარტიული იყო დედა და 16 წლიდან მარია ორახელაშვილმა მიიყვანა თავის წრეში ქუთაისის გიმნაზიიდან და მაშინ ცოტა წონა ქონდა, ამიტომ შეთავსებით ცეკაში ყრილობებზე, მაშინ ცოტა იყო სტენოგრაფისტები, დედასაც იწვევდნენ და მის მეგობარსაც. ბერია უკვე ცეკას მდივანი იყო, მამაჩემთან რა ქონდა ბერიას მე ვერ გეტყვით, ეტყობა რაღაცაზე გამოიძახა და ეტყობა რაღაც არ მოეწონა. ხო, ხო, რაღაც შემთხვევა ჰქონდა ადრე, მანქანა დააჯახა ვიღაცას, ის გადარჩა მაგრამ დაუშვებელი იყო მაინც ეს და გაათავისუფლა სამსახურიდან. ჯერ სადღაც მინდორში, რაიონებში და მერე ყაზახისტანში აღმოჩნდა. ერთ-ერთ ყრილობაზე სტენოგრაფისტები ვმუაობდითო, რუსულ ენაზე მიდიოდა ხომ ყველაფერი, ძალიან კარგი სომხის ქალები იყნენ, უფროსიც იყო ძალიან სიმპატიური სომხის ქალი, დამთავრდა, საკითხები ამოიწურაო და ერთი საკითხი მქონდა დარჩენილიო, რომ ქალბატონმა შემოიტანა განცხადება და გვთხოვს, სამსახურიდან გათავისუფლებასო, მოდით ხელი აწიეთო, სულყველამ ხელი ასწიაო, ჩვენ სტენოგრაფისტკები ვართო და არაფერ შუაში ვართო. ჩვენ ძალიან გვიყვარდაო ეს ქალი, ძალიან კარგი ქალი იყოო და როცა შევხედეთ ამ ქალს, ვხედავთ, რომ გაფითრდაო და როცა მივედით მერე ვკითხეთ: რა იყო, რატომ მიდიხართო, პირველად მესმისო გვითხრა. ეს იყო ბერიას მანერა. ბერიას ისე ეჭირა თავიო დედამ, რომ მის წინააღმდეგ უკვე რაღაცის თქმა არ შეიძლებოდა, თანდათან დიქტატორული გამოსვლები ქონდაო.

ინტერვიუერი: ამ ყველაფრის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

რესპონდენტი: ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივად წავიდა. ჩვენ ვიყავით წარმომადგენელი ქართველი ინტელიგენციის, რომელიც არც ქრთამებს იღებდა, არც იპარავდა (იცინის) და ასევე ვიცხოვრეთ. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ამ ძლიერების მხრივ, რაღაცით მაინც პატივს გვცემდნენ. თვითონ რა თქმა უნდა მდიდრები იყვნენ და კარგად ცხოვრობდნენ. ეხლა დრო შეიცვალა და ეხლა ჩვენ ვართ უსაქმურები (იცინის). ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწიეთ ცხოვრებაში. ჩემი მეუღლე კარგი არქიტექტორი იყო და ძალიან უყვარდა ეს სსპეციალობა. ქალქაის მთავარი არქიტექტორის მოადგილედაც მუშაობდა და ყოველთვის, ჯამაგირიდან ჯამაგირამდე ძლივს ვიყავით ხოლმე. მე არასოდეს არ მინანია ეს ამბავი.

ინტერვიუერი: თქვენს მეუღლეს არ ქონია პრობლემები, რომ ტქენი მეუღლე გადასახლებულები იყვნენ, როგორ სეხვდით მას? სად შეხვდით?

რესპონდენტი: (იცინის) მეუღლეს მემგონი მამა უკვე არ ყავდა და მერე უკვე დაიწყო რეაბილიტაციის ამბავი. სამსახური, რომ დავიწყე 53 წელს გარდაიცვალა სტალინი. დედაჩემი მარტო ცხოვრობდა ქუთაისში, რომ თქვეს, რომ სტალინი მოკვდაო, ისე შემესინდა, ისე შემეშინდა, რომ გამოვარდი და ეზოში დავდექიო.

ინტერვიუერი: დედათქვენი რამდენი წლის გარდიცვალა, რომელ წელს?

რესპონდენტი: 1973 წელს გარდაიცვალა და 71 წლის იყო.

ინტერვიუერი: ბოლოს აღარ უნდოდა კომუნიზმი?

რესპონდენტი:არა, მიხვდა ბოლოს. მაგრამ შევარდნაძე, რომ დაინახა, ძველ ბოლშევიკებს მაგონებსო და გახარებული იყო. (იცინის) მე და ჯონდოს გვეუბნებოდა, რომ თქვენ არ უნდა იყოთ პარტიულები, როგორ შეიძლება, თქვენისთანა ხალხი, რომ იყოს პარტიულები ავაშენებდით რაღაცას.

ინტერვიუერი: დედათქვენი როგორ შეხვდა მამათქვენს? პარტიულ ნიადაგზე, თუ ისე?

რესპონდენტი: რა ვიცი, მამაჩემი ლამაზი კაცი იყო, დედა არ იყო ლამაზი, განათლებული კარგი ქალი იყო, კითხვა უყვარდა. ლიტერატურა, პოეზია, ცოტა რომანტიული იყო და მამაჩემზე ყველა ამბობს, რომ ლამაზი ბიჭი იყოო ძალიან.

ინტერვიუერი: ისიც ქუთაისში ცხოვრობდა?

რესპონდენტი: არა, არა, იქ მუშაობდა მაშინ. მერე თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს. მემგონი ერთი წელიც არ უცხოვრათ ერთად. დედა ამას არ მეუბნებოდა, მაგრამ მემგონი დაბადებულიც არ ვიყავი მამა, რომ რუსეთში წავიდა. მერე ჩემი სურათი გაუგზავნა დედამ, რატომ ვიცი ეს, რომ იმ სურათზე წარწეაა: «Ты сам не знаеш, что теряеш»და იქიდან ვიცი ეს და ერთი-ორჯერ ჩამოვიდა თბილისში და მერე როდესაც მოხვდა ალმაატაში, გამოგზავნა წერილი, რომ აქ კარგი კლიმატია და ჩამოდიო, მე უკვე დიდი ვიყავი. თითქმის გაცილებულები იყვნენ, ცალკე ცხოვრობდნენ.

ინტერვიუერი: მამასთან ერთად რამდენი ხანი ცხოვრობდით?

რესპონდენტი: ალმაატაში 1 წელი.

ინტერვიუერი:გახსოსოვთ მამა თუ არა?

რესპონდენტი:როგორ არა. წარმოსადეგი კაცი იყო და რომ ჩამოდიოდა მაშინაც მახსოვს. შემოვიდოდა მაღალი, შავგვრემანი. 2-3-ჯერ მახსოვს, რომ ჩამოვიდა. მერე ალმაარაში უკვე ნამდვილი მამაობაც გამიწია, დედა ეტყობა ამ რომანტიულობისა და სენტიმენტალურობოს გარდა ეტყობა იყო თამამიც, იმიტომ, რომ მარია ორახელაშვილის წრეში ხომ ტრიალებდა და ეს ამბავი არ იცოდნენ ოჯახში. მისმა ბებიებმა გადაწყვიტეს ემიგრაციაში წასვლა და ბათუმში ჩასხდნენ მატარებელში, რევოლუცია, რომ დაიწყო და დედაც მიყავთ. ამ დროს დედაჩემი გადმომხტარა მატარებლის ფანჯრიდან და მატარებელიც დაიძრა, ისინი წავიდნენ და დედა დარჩა თბილისში. დეიდებმაც ვერ მიუსწრეს გემს და უკან დაბრუნდნენ. დედაჩემი ამბობდა, რომ დილით უკვე შემოდიოდნენ ბოლშევიკებიო, გარეთ გავედითო და რას ვხედავ, რაც კი მეეზოვეები იყვნენ სომხის კაცები, ყველას წითელი ბანტები უკეთია და ხვდებიან ამ ჯარსო. მარია ორახელაშვილის დეიდაშვილი ჩვენთნ მუშაობდა, ეკა მდივანი. დედა მარიას ისე კარგად იგონებდა, ლამაზი, ნიჭიერი ქალიაო, ამბობდა. ეკას ვუთხარი მე, რომ დედა ჩამოვიდა და მარიას ისე კარგად იგონებს, კარგი ქალიაო. ეკამ რა კარგი, საშინელენბა იყო, მონსტრიო. ჩვენი ბიძაშვილი უნდა დაეხვრიტათო და წავედით სათხოვნელადო და არ მიგვიღოო, აი ესე, როგორც გინდათ ისე თქვით, ასეთი კომუნისტები იყვნენ. ეს არის ისტორიის წინააღმდეგობები, დედა მერე კარგად მიხვდა კომუნისტები ვინც იყვნენ და ერთადერთი შევარდნაძე მოეწონა, როგორც კომუნისტი (იცინის). მე უკვე სკოლიდანვე ვიყავი ძალიან ანტი. ხომ გეუბნებიტ კომკავშირში არ შევდიოდი, მაინდამაინც არც მეხვეცებოდნენ, არავითარ შემთხვევაში არ მინდოდა, მარტო მე ვიყავი კლასში არაკომკავშირელი, ესე დავამთავრე სკოლა.

ინტერვიუერი: რომელ სკოლაში შეხვედით?

რესპონდენტი: რუსულ სკოლაში, 42-ე სკოლაში, ბარნოვის ქუჩაზე.

ინტერვიუერი: ეს რომელი წელი იყო, 1937?

რესპონდენტი: 37 წელი იყო ალმაატაში, რომ შევედი. მერე უკვე ჩამოვედი და აქ გავაგრძელე, რუსულ სკოლაში. თავიდან ძალიან მიჭირდა, რუსულად ვაზროვნებდი 10 წელი და იქამდე მივედი, რომ აკადემიაში, ვახტანგ ბერიძეს რუსულად ვაბარებდი გამოცდას.

ინტერვიუერი: რომელ წელს შეხვედით აკადემიაში?

რესპონდენტი:1947 წელს, სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. მერე მუშაობა დავიწყე ქალაქ პროექტში, შესანიშნავი დაწესებულებაში, არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო, შემოქმედებითი, ისე ვიყავით ერთმანეთში, არავის არვისი არ შურდა, პირიქით ყველა ვეხმარებოდით ერთმანეთს, ძლაიან შეიცვალა დრო.