Následující text není historickou studií. Jedná se o převyprávění pamětníkových životních osudů na základě jeho vzpomínek zaznamenaných v rozhovoru. Vyprávění zpracovali externí spolupracovníci Paměti národa. V některých případech jsou při zpracování medailonu využity materiály zpřístupněné Archivem bezpečnostních složek (ABS), Státními okresními archivy (SOA), Národním archivem (NA), či jinými institucemi. Užíváme je pouze jako doplněk pamětníkova svědectví. Citované strany svazků jsou uloženy v sekci Dodatečné materiály.

Pokud máte k textu připomínky nebo jej chcete doplnit, kontaktujte prosím šéfredaktora Paměti národa. (michal.smid@ustrcr.cz)

Baram Baramidze ბარამ ბარამიძე (* 1936)

1951 became watershed in our lives

  • Born in Tbilisi in 1936

  • 1951 he was exiled to Kazakhstan together with family where he spent several years

  • 1961 graduated Tbilisi I. Javakhishvili Conservatory

  • 1960 started to work as an sound operator in the recording studio at the Ministry of Culture

  • 1963-1970 has been working as an art director at the Ministry of Education, Youth House

  • 1969 -1970 Deputy Minister of Education

  • 1971-1977 worked as a director of # 1 Musical school

  • 1977 -1991 Director of Tbilisi choreographic institute

  • 1991-1993 Director of Tbilisi Music hall

  • 1993-2011 Director of Tbilisi State choreographic institute

ბარამ ბარამიძეს ტრანსკრიპტი

დავიბადე 1936 წელს 29 ოქტომბერს, მამა ალექსანდრე საშად იწოდებოდა ბარამიძე იყო აგრონომ ზოოტექნიკოსი და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა. დედა, პედაგოგი - ლუბა სოხაძე. მამა იყო ძირფესვიანი თბილისელი, იმიტომ რომ პაპაჩემი მიხეილ მიხაკო ბარამაძე კონდიტერი კაცი იყო. როგორ მოხდა მისი კონდიტერად ჩამოყალიბება ვერ გეტვყით, სულ თბილისის საკონდიტრო ფაბრიკაში მუშაობდა და ჰქონდა თავის საწარმო. ეს იყო ძერჟინსკის ქუჩაზე, ახლანდელი ინგოროყვას ქუჩაზე. ეს სახლი არის არაჩვეულებრივი, გამორჩეული ,მე მას ჩემს უნივერსიტეტს ვეძახდი. იქ ჩემმა ბავშობამ და სიყმაწვილემ გაიარა. შემდეგ საშუალო სკოლა. მეორე ვაჟთა სკოლაში შევედი, ვაჟთა მეორე და პირველი სკოლა ერთად იყვნენ. იქ ვიზრდებოდით. მეშვიდე კლასში, აი მერვეში რომ უნდა გადავსულიყავი მე სკოლაშ შევედი 1944 წელს მამა უკვე ჩამოსული იყო. 41 ში ის პირველივე დღეებში, საოცრად ჰქონდა ჩადებული ეს იმ ხანის, დედაჩემი მიყვებოდა მე არ მახსოვს როგორ წავიდა მამა მაგრამ აი რომ გამოაცხადეს რადიოში რომ ომი დაიწყო მან იმ წუთში აიკრიფა გუდა ნაბადი და წავიდა სამხედრო კომისარიანტში. ეგონათ რომ ეს მოხდებოდა და ძალიან ცოტა ხანში დამთავრდებოდა და დაბრუნდებოდა. იქიდან რომ წავიდა მთელი ქართული დივიზია წაიყვანეს ირანში, მაშინ იქ მძიმე მდგომარეობა იყო, შეიძლებოდა ირანი შეერთებოდა ჰიტლერის კოალიციას ისევე როგოც თურქეთი. ხოდა ეს დივიზია წავიდა და მამაჩემიც იქ იყო. მერე უკვე როგორც ჩანს ირანთან სტალინმა დაალაგა მდგომარეობა და ეს დივიზია გადმოიყვანეს და წარმართეს პირდაპირ ქერჩის ნახევრაკუნძულზე. იქ გართულდა მდგომარეობა და მახსოვს როგორ გამაღვიძეს ღამე, 5 წლის ვიყავი. მეზობლები ჩამოვიდნენ , ვერ მაღვიძებდნენ პატარა ვიყავი. ჩქარა, ჩქარა, მამა ჩამოვიდა, მამა არის ნავთლუხის სადგურში. დაგვებედა მერე. ეშელონი მიდიოდა იქეთ ქერჩისკენ, რისეთისკენ. ჩაგვსვეს, ფაეტონი გველოდებოდა , მაშინ მანქანები არ იყო, იშვიათობდა იყო მანქანა, ფაეტონით მივედით და იქ ვნახე მამაჩემი და იქიდან მახსოვს მამაჩემი. ისე სულ ბორჯომში იყო იქ მუშაობდა ზოოტექნიკად, აგრონომად მახსოვს როგორ დაგვემშვიდობა. თავის პილოტკა მაჩუქა და როგორც ჩანს ირანში ნამყოფი კარგად გაჟღენთილი იყო ოფლით. მამაჩემის სუნი უდიოდა და ის მქონდა სულ შენახული, ომობანას რომ ვთამაშობდით იმას დავიხურავდი. წავიდა და წავიდა, პირველად მოდიოდა წერილები და ერთხელ მახსოვს სწორედ ნინკას დედას ქალბატონ ტატა მადიჩს მოვყავრთ საბავშვო ბაღიდან და მესმის ჩემი ბინიდან საშინელი წივილკივილი, ტირილი და მოთქმა რომ წერილები აღარ მოდის და ქერჩში ორი არმაი ჩავრდა ერთი არმია მთლიანად ქართული. ვოროშილოვი იყო მაშინ იქ, ეს გენერალიტეტი აიკრიფა თვიმთრინავით გაფრინდა და ეს ორი არმაი ტყვედ ჩავრდა. ვისაც შეეძლო წყლით გაცურეს, იქ უამრავი დაიხრჩი ქერჩის სრუტეში. და იმის შმედგე მამაჩემი დაიკარგა, მერე ვიცით იქ რა მოხდა. მერე შევიდნენ გემრანელები, გერმანიის სანიტარული ნაწილები შევიდა პირველი, იქ იყო საშნელება, უამრავი დახოცილი, დაჭილი ყველა ერთად აზელილი ერთიმეორეში. თქვენ წაროიდგინეთ ახლა მე რასაც გეტვით იქიდან ფსიქოლოგია ტყვეებთან მოქცევის, მამაჩემი მერე ჩამოვიდა ბარზაყზე და ფეხზე ჰქონდა ორი ჭრილობა,დაფლითა რაღაცამ, როგორ მდგომარეობაშ იქნებოდა იმ მომენტში წარმოიდგინეთ. თვითო ყვებოდა რომ ერთიმეორეაში ვეყარეოთ მიცვალებულები და დაჭრილები ასე ამოიღეს ესენი და ზოგი ჩვენ ვიცით რომ ასეთებს ხვრეტდნენ უიმედო ან გონებაზეც შეიძლება არ იყო. სანიტარული მატარებელი იდგა და იქ შიყვანეს, პირველად ძალიან გვიჭირდაო იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით წითელი ჯვრის წევრები ჩვენ ვიყავით წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის წევრები. საბჭოეთი საერთოდ თავისი წითელი ჯვარი ჰქონდა და მისი ნიშანი იყო წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმტავარე,ამიტომ წითელი ჯვარი ვერ იცავდა, ინგლისელები ფარანგები და ესენი საჭმელს იღებდნენ და ესენი ნახევრად მშივრები იყვენენ და ბოლოს როგორც იქნა ჩააღწიეს სადაც ჩააღწიეს და გაანაწილეს დანიაში. იყვნენ იქ, იმყოფებოდა და 47 წელს ჩვენ რაჭაში ვიყავით ამბროლაურის რაიონეში სოფელ აბანოეთში, რომ ჩამოვედით დეიდაჩემტან ჩავიმუხლავდით ხოლმე, დავბანაკდებოდით მერე ლინეიკები იყო დავაბარგებდით და ავდიოთ ძერჟინსკის ქუჩაზე, მაშინ ეს ლინეიკა ეგრე ადიოდა პირდაპირ ჩიტაძის ქუჩით. უცებ მე და დეიდაჩემი ავედით და ვხედავთ წერილია კარებში, სამხუთხედი, მამჩემის წერილი, ატყდა იქ ამბავი საშა გადარჩენილა ცოცხალია, 42 წლის შემდეგ არაფერი არ ვიცოდით 47 წლამდე. იწერება მე გამომიხსნეს იქიდან, რა აღმოჩნდა ახლა იქიდან ინგლისელბმა გამოიყვანეს ტყვეობიდან, გამოიხსნეს და გადმოსცეს საბჭოთა ჯარებს, საბჭთა ჯარებმა გაასამართლეს ეს ყოფილი ტყვეები და მაგალითად მამაჩემს მიუსაჯეს 6 წელი Коми АССР-ში და Коми АССР-და ნ მივიღეთე ეს წერილი და წერს დედაჩემს. როგორც ჩანს რომ გამოიყვანეს ცუდ მდგომაროებაში იყო და აი იმ უბედრებების შმედეგ დაემართა მძმე დიაბეტი, ძალიან მძიმე ისე რომ აი თუ გამომიგზავნით საჭმელს რომ დამატებით მივიღოვო გადავრჩებიო. ნუ რაღაცას უგზავნიდნენ სრულიად, მაშინ არავინ იცოდა ეს დიაბეტი და უგზავნიდნენ თაფლზე გაკეთებულ იმას, იმას არ ეჭმეოდა და რაღაცაზე ცვლიდა ალბათ. და ახლა ვფიქრობთ ნუ რა მოხდება როგორ მოხდება. 6 წელიწადი წარმოდიგინეთ და მოდის წერილი უცებ მე მიშვებენ იქიდან და როგორც ჩანს მე რომ ვნახე ის რომ ჩამოვიდა 47 წელში აი კონცლაგრეიდან ჩამოსული, აი ჩონჩხი. კვდებაო ალბათ იფიქრეს და გამოუშვეს.ჩამოვიდა ზაფხული იყო მაშნაც, ქვიშხეთში ვიყავით, ჩემთვის უცხო პიროვნება იჯდა თვითონაც ისე იყო გაოგნებული, რომ ემოცია არ ჰქონდა მეზობლები ესენი და სულყველა დავჯექით მითხრეს აი მამაშენი და ამის მერე დაიწყო ჩვენი თანაცხოვრება ერთად. ეს გამოშვება ესე არ იყო რომ გაათავისუფლეს ეს იყო ჩამოსული აქ მიმაგრებაში თბიულისი ყოველ ხუთსაბათს ჩამოდიოდა და მიდოოდა იქვე იყო ძერჟინსკათა რომ დაიწვა კგბ რომ იქ უნდა გამოცხადებულიყო დილას. 9 საათზე , დილას 9 საათზე რო მივიდიოდა ხშირად ღამის საათამდე არ მოდიოდა. ყუველი იქ მისვალ ოჯახისათვის იყო რომ აი დაბრუნდება თუ არა შეიძლება რაღაც მომხდარიყო ამიტომ იმ დღეს ვიჯექით როგორ ეკლებზე არავის არ გევეძინა, ერთხელ მოვიდა და იტირა. ცხრაზე რომ მისულა პირველ საათზე ის კაცი გამოსუალ და უთქვია შენ კიდევ აქა ხარო ? აი ცინიზმის რაღაცა საშნელება, და ფაქტიურად გამოაგდო თურმე რა გინდა აქ რატომ ზიხარო მთელი ეს საათები იჯდა კარებთან სკამზე. ასე მიდიოდა მთელი ეს პერიოდი

მოაღწია 51 წელმა, მერე გახდა ეს მიჯნა ჩვენს ცხოვრებაშ თორემ მივდიოდით ასე. ბებიაჩემს და მე ცალკე ოთახში გვეძინა. შემოდის დედაჩემი და მაღვიძბეს ადექიო შვილო მამაშენი მიყავთო. ჩავიცვით ეს ბებიაჩემიც მოხუცი ქალი იყო და ისტერიკაში ჩავარდა მამაჩემი მიყავთ, შემოვიდა რუსი კგბ წარმომადგენელი იყო არ გავდა აქაურს და ახლდა რამოდენიმე ორი თბილისიელი ძალიან ისეთი კულტურული კაცი იყო ეს კაცი, მორიდებით და მოწიწებით გვეპყრობოდა. და სხვებთან რომ მივიდნენ იქ იყვნენ კაზაკები. ფაფახიანი კაზაკები და სულ ფეხი გაუყარეს ჩვენ კიდევ კაი ღვთისნეირი რაღაც შეგვხვდა მეც იქვე ვარ და გვიცხადებს ნო ალექსანდრე მიხაილოვიც ვი პოდლეჯიტე ვისელენიუ ს სემიოი, აი ბებიაჩემს ძლივს ვაწყნარებ კივის წივის ხოდა დედაჩემი იმ წუთას მოერგო რომ ერთად ვიქნებით და ამან იმოქმედა როგორც ჩანს ძლიერი პიროვნება იყო. დაიოტსა დვა ჩასა პერვოე ნუჟნოე ჩტობი ვზიატ რა შეგვეძლო ,ხოდა დედაჩემმა დაიწყო იმ წუთში ჩალაგება მაშინ იყო დიდი ტაშტები რომელშიც ბანაოდნენ ხალიცები გვქონდა და მე ბებიაჩემს ვაწყნარებ.ახლა ჩვნე გვგონია რომ მამაჩემის გულისთვის ჩვენ გვასახლებენ, რაც მივდივარ და ვუახლოვდებით ეს მანქანები მოდიან და მოდიან და ბოლოს დედაჩემმა თქვა საშიში არაფერია მგონი მთელ საქართველოს ასახლებენო. მივედით უკვე კოლონები დგას მანქანების. სადღაც 7 საათი იქნებოდა დილის რომ თ პულმანის ვაგონის ეძახდნენ საბარგო ვაგონები იყო, ორ ზომის იყო ერთი იყო უზარმაზზარი შუაში კარები და ორი ჯიბე და მეორე უფრო პატარა შუაში ფეჩი იდგან. დიდებში ორი ფეჩი იდგა იცოდნენ სად მივდიოდით.და რა ხდება ვინ გვასახლებს ? ვინ გვასახლებს? სტალინმა არ იცის ეს ნამდვილად. ეს არის ბერია. მთელი ხალხი ასე ფიქრობს, ბერია და მაშინ კგბ უფროსი არის რუხაძე და მისი მოადგილე გოგლიძე, სახელები აღარ მახსოვს. ამ ლაპარაკში ვართ. ამ დროს მთელი ეს მაღლობები ხალხით გაივსო უკვე გაიგო მთელმა თბილისმა რომ მიყავთ არის კივილი-წივილი, გადალაპარაკება ძახილიახლოს არავის უშვებენ, არაფრის გადაწოდება არ შეიძლება, აქედან იქიდან, ,, ხოდა მოკლედ გუგუნია რა, ჯარი დგას გარეთ. ახლა არც მახსოვს რა მთებია ნავთლუხის ბაზარში, მაგრამ მახსოვს მთელი ეს ფერდობები შეფენილი ხალხით. საღამოს ამ წივილ კივილში და უბედურებაში დაიძრა, წავიდა ბაქოთი. არალის ზღვა გავიარეთ რომ დავიძარით არის 26 დეკემბერი, ახალი წელი მოდის. ეს ტუალეტი არ არის 40 კაცი ვართ .რა ვქნათ ახლა ? შეიკრიბა ვაგონის საბჭო ჩვენც იქ ვართ. რა ვქნათ და რა ვქნათ და იატაკი უნდა გავჭრათ პულმანის ვაგონის. ზოგს აღმოაჩნდა ეს საჭრისი და ჩაქუჩი. თითოეულ ვაგონს თავში და ბოლოში დაცვა ჰყავს, ხიშტიანი რუსები დგანან, და სვლის დროს გავჭრათო სხვა გამოსავალი არ არისო. შემოღობეს შუა ცენტრალურ ნაწილში ჩვენ აქეთ იქითა ვართ. სხვა ვაგონებმა არ ვიცი ალბათ იგივე გზას მიმართეს, მახსოვს რომ ვჭრიდით, ჩვენ ახალგაზრდები ვჭრიდით. და კარგი სქელი ერთი 30-40 სანტიმეტრიანი საბარგო ვაგონს წარმოიდგინეთ რამდენი ტონა მიაქვს და ბოლოს და მახსოვს რომ გავჭერით ბოლოს როგორი ზეიმი, როგორი ზეიმი იყო , რომ წარმოიდგინეთ ხალხს დაავაწიყდა სად მივდივართ, რატომ მივდივართ. იმიტომ რომ საშინელება იყომ გავჩერდებოდით სადღაც, შუა სადგურში არ ვჩერდებოდით, სად მივდიოდით აზრზე არ ვარ, მაგრამ რომ გავჭერით ეს პრობლემა მოწესრიგდა. იქ ხალხს ზოგს ღვინო აღმაოჩნდა, ზოგს არაყო და ეს ამბავი აღნიშნეს. ხო და მეთოთხმეტე დრეს გაჩერდა დილას ადრე გაჩერდა ეს მატარებელი და სობირაითეს პრიეხალი გავიხედე ტრამალი, არც ხე არც არაფერი, სახლის ნატამალი არ არის. აი ეს დგას მატარებელი ფილმი რომ არის ჯარკოე სოლნცე პუსტინი, აი იქ რომ მატარებელი გაჩერებული უდაბნოში ზუსტად ეგეთია. გაიხსნა ეს კარები და ხედავ ორგანიზაცია როგორი იყო, მანქანები, ზუსტად ეს მანქანები ჩამომწკრივებული გველოდება. აგვაბარგეს მივდივართ მივდივართერთ დასახლებულ პუნქტის მივდივართ მივდივართ და რამის 11 საათი იქნებოდა მივადექით ჩვენ კიუბიშევის სახელობის კოლმეურნეობას ეს იყო სამხრეთ ყაზახეთი, კიზილყულის რაიონი, სოფელი ჩარდარა , კოლმეურნეობა კიუბიშევის სახელობის.