Mzia Kutivadze

* 1954

  • ეს ყველაფერი მოხდა ასეთი სცენარით, ცოლ-ქმარი, ანუ თინა - ჩემი და და მისი მეუღლე, გეგა კობახიძე. რამდენი წლისები იყვენენ მაშინ? თინა იყო 18 წლის გეგა ალბათ 25 არ მახსოვს ზუსტად, მოკლედ შემუშავებული ქონდათ ესეთი გეგმა, რომ უნდა გაეტაცებინათ თვითმფრინავი და დამჯდარიყვნენ თურქეთში და თურქეთიდან გადასულიყვნენ სადღაც უფრო ალბათ შორს, ეს ყველაფერი, ქორწილი, გამოიყენეს, როგორც ნუ ეხლა ქორწილი ნამდვილად ქორწილი იყო, უბრალოდ გამოყენებული იყო ეს ქორწილი იმ საბაბად, რომ ყოველგვარი ჩხრეკის გარეშე გაეტარებინათ ეს მექორწილეები და მათი მეგობრები, მეჯვარეები, ესენი იყვენენ: თინა, გეგა, ძმები ივერიელები, ტაბიძე გიორგი, მე სხვათა შორის იქ გეგას გარდა არავის არ ვიცდნობდი, სოსოს ვიცნობდი შორიდან და დათო მიქაბერიძე, ჩიხლაძე, აი ეს მღვდელი სამწუხაროა, საერთოდ არ ყოფილა იქ, ეს ყველაფერი მოხდა ახალგაზრდა გოგონას მეშვეობით, რომელიც იქ მუშაობდა, რომელსაც ისინი დაუახლოვდნენ, ისარგებლეს მისი ასე ვთქვათ გულუბრყვილობით და მერე ამ გოგონამ ასე ვთქვათ თავის თავზე აიღო ის, რომ ისინი გაეტარებინა ჩხრეკის გარეშე, ნუ აი ესე დატრიალდა მერე მთელი უბედურება, მე რაც ვიცი თვითმფრინავში რაც ხდებოდა, რაც მართალია, რაც ტყუილია, ვიცი, რომ ეს ყველაფერი ვიცი ასე ვთქვათ მონაყოლიდან, ახლობლების, თვითონ თვითმხილველების, ანუ ჩემი დის მოყოლთ და ნუ ის რაც მერე ხდებოდა პრესაში და ტელევიზიაში ყველამ კარგად იცის, ეს იყო ფაქტიურად საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, ამ საკითხის ირგვლივ. იცით რა, ამდენი წლის მერე ამ გადმოსახედიდან, რა საკვირველია, შეიძლება უკვე ცივი გულით თქვა, რომ ნამდვილად ეს იყო არა სწორი, ესენი იყვნენ ახალგაზრდები, ესენი იყვნენ ნიჭიერები, საინტერესო ადამიანები, რმლებსაც უნდოდათ პროტესტის გამოხატვა აი ასეთი სახით და ქვეყნის დატოვება, თუმცა არანაირად ჩვენი ოჯახი ამას არასოდეს არ ამართლებდა და ცოტა არ იყოს იდეალიზირებულად გვეჩვენება ეს ყველაფერი რაც ამ თემის ირგვლივ ხდებოდა ყოველთვის, მე ნამდვილად, არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები ამას არასოდეს არ ვიზიარებდით

  • - რამდენს მიუსაჯეს სიკვდილი? - ე.ი. მიუსაჯეს ყველას დახვრეტა თინას გარდა, ჩიხლაძე, ძმები ივერიელები და გეგა, ნუ დათო მიქაძემ თავი მოიკლა თვითმფრინავშივე, ტაბიძე თვითმფრინავშივე დაიღუპა, სროლების დროს, გამოდის ოთხი კაცი, ოთხი ბიჭი და თინა. - თინას რამდენი წელი მიუსაჯეს? - თინას 18 წელი მიუსაჯეს. - და რამდენი წელი იჯდა? - თინა იჯდა 6 წელი. აუცილებლად მინდა ვთქვა იცით რა, ახლა ამ ყველაფრის მერე, ნუ მერე მოგვეცა საშუალება შეხვედრის კოლონიაში როცა იყო, გადაიყვანეს კოლონიაში, რა თქმა უნდა დიდი დანაშაულია ეს ყველაფერი რაც მოხდა, იმისდა მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი ლტოლვა იყო თავისუფლებისკენ, არ მიყვარს ესეთი სიტყვების ხმარება, მაგრამ ყველა გაგებით ეკიდებოდა თინას მდგომარეობას, იმიტომ რომ თვითონ ბუნებითაც ისეთი ადამიანია, რაღაცა მშვიდი, წყნარი, წარმოუდგენელია მისგან რაღაცა აგრესია და თავიდანვე განგაწყობს თავის მიმართ და კოლონიაში ძალიან შეუწყვეს ხელი, როგორ გითხრათ, ცალკე ოთახი გამოუყვეს, იცოდნენ, რომ ხატავდა, საღებავები მიუტანეს, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ დაესაქმებინათ ამ მიმართულებით და მოკლედ ცდილობდნენ, რომ ხელი შეეწყოთ ეს ემოციური ფონი, მისი მდგომარეობა, ცოტა მოწესრიგებულიყო, ამას ნამდვილად ვიტყოდი, თუმცა დედას ძალიან ბევრჯერ მოსვლია იქ ჩხუბი, ისტერიკები, ხომ იცით მაშინდელი სიტუაცია კოლონიებში, არანორმალური ექიმი, არანორმალური ისა და დედა მაინც ახერხებდა, ყველამ იცოდა, რომ ვთქვათ თუ თინას კბილი ატკივდებოდა, ექიმი აუცილებლად უნდა მიუყვანონ, თინასთვის არ უნდა შეექმნათ პრობლემა, იმიტომ რომ თამარი მოვა და ერთ ამბავს ატეხავს და აი ესე გავიდა 6 წელი, მაგრამ მოხდა რა იცით, პარალელურად ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა გააქტიურდა და მოხდა 89 წლის 9 აპრილი, იქ დაიწყეს ეს ლოზუნგები, თავისუფლება თინა ფეტვიაშვილს, რაღაც ესეთი და ამ ლოზუნგების გამოყენება და ვაჟა ლორთქიფანიძე არის ჩემი მეუღლის კლასელი და ნუ მაშინდელი ცეკა, ცეკაში მე მგონი იდეოლოგიის განყოფილების გამგე იყო და დაგვიძახა და დავილაპარაკეთ და ვაჟამ გვთხოვა, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის მეუღლე, თვითმფრინავში გარდაცვლილის მეუღლე, ასწავლიდა 55-ე სკოლაში, სადაც თინა სწავლობდა მასწავლებლად და იქნებ წახვიდე და შენ დაელაპარაკოო, რომ იქნებ გავიგოთ საწინააღმდეგო ვთქვათ ექნება, თუ არა რამე, თინა რომ გამოუშვათო, მე წავედი ძალიან შემართებით და იმით და რომ შევედი და რომ ვუთხარი ვინ ვიყავი, ისეთი ისტერიკა ატეხა ქალმა ნუ ძალიან შემეცოდა და წამოვედი ვერც დაველაპარაკე ვერაფერზე,

  • 89 წლის გაზაფხულზე, ნუ მთავრობამ ჩათვალა, რომ ეს იქნებოდა მათთვის დადებითი აქტი და თინა გაზაფხულზე გამოუშვეს, 6 წელი გაატარა თინამ კოლონიაში, შიძლება ვთქვა, ნუ რა თქმა უნდა ეს იყო დიდი სიხარული ყველასთვის, მაგრამ პარალელურად ხდებოდა ის, რომ ჩვენ არ ვიცოდით დანარჩენი ბიჭები დახვრეტილები იყვნენ, თუ არა, ჩვენ ოფიციალური შეტყობინება არავისგან არ მოგვსვლია აბსოლუტურად, ნათელა ხან სად, ხან სად დადიოდა პარალელურად მიდიოდა ეს აპელაციები მოსკოვში, ხელმოწერები, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევდა, რომ ამ ბიჭებს უნდა დავეხმაროთ და შეგროვდა ძალიან ბევრი ხელმოწერა, მათი მხარდასაჭერი და რომ ვთქვათ რაღაცა მათი სასჯელი შიცვალოს, მოხდა ისიეც, რომ ბევრმა მერე უკან წაიღო ეს ხელმოწერები, ეს ხდება ხოლმე, რას იზამ, ხოდა მე ვიტყოდი, რომ მე-7, თუ მე-8 წელი იყო, როდესაც ნათელას მოუვიდა შეტყობინება, იმის შესახებ, რომ გეგა დახვრეტილია, იმავე წელს დაუხვრეტიათ განაჩენი როცა გამოიტანეს, მაგრამ სამწუხაროდ ამდენი წელი ჩვენ არაფერი არ ვიცოდით. - როგორ გგონია, რატომ არ გეუბნებოდნენ? - მე ვფიქრობ, რომ არ შექმნილიყო ალბათ ამის ირგვლივ კიდევ აჟიოტაჟი, ხომ გეუბნებით მაშინ ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობა, ამ ტალღაზე ებრძოდნენ ამ კომუნიზმს, ამ რეჟიმს და ეს კიდევ ალბათ ზედმეტი თავსატკივარი იქნებაოდა მათთვის და ცდილობდნენ ეს რაღაცნაირად ჩაეჩუმებინათ, ნუ მერე ეს უკვე რომელი წელი გამოდის? მოკლედ 90-იანებში, ამის მერე მოხდა ისე, რომ ვიღაცეები უკავშირდებოდნენ ხოლმე ნათელას, ჩემთან მე უბრალოდ კონტაქტი არ მქონია არასოდეს და არ ვიცი რა ხდებოდა და წაიყვანეს სადღაც, რაღაც საფლავი აჩვენეს, სადაც იყო გეგა დამარხული, მერე არმოჩნდა, რომ გეგა არ იყო და ივერიელები იყვნენ, ასეთი ისტორიები ბევრი გამიგია, მაგრამ მე არასოდეს აღარ მქონია ამ მიმართულებით არც ინტერესი, არც სურვილი რამე დამეზუსტებინა. - თინა აღარ შეხვედრია გეგას სანამ დაჭერილი იყო? - არა, მხოლოდ სასამართლოებზე ხვდებოდნენ ერთმანეთს სამწუხაროდ, გასაკვირიც არ არის ეხლა ეს.

  • Celé nahrávky
  • 1

    Tbilisi, 30.05.2013

    (audio)
    délka: 35:12
Celé nahrávky jsou k dispozici pouze pro přihlášené uživatele.

„... ეს ადამიანები, ეს ბიჭები, იყვნენ ძალიან ახალგაზრდები და მათთვის ეს უმაღლესი სასჯელის მისჯა იყო არასამართლიანი...“

681208.jpg (historic)
Mzia Kutivadze

დაიბადა თბილისში 1954 წლის 13 ივლისს. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტშიჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1978 წელს მუშაობა დაიწყო ტელერადიოკორპორაციაში, რადიოს რუსული სამსახურის ხელმძღვანელად. შემდეგ მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, პრეს სსამსახურის უფროსად, შემდეგ ისევ რადიოში დაბრუნდა. 2001 წლიდან აღარ მუშაობს. ჩამოყალიბებული აქვს გამომცემლობა “გამს-პრინტი”. თარგმნის და უშვებს თანამედროვე უცხოურ ლიტერატურას. იგი ასევე არის ფონდის “ხელოვნებისა და კულტურათშორისი დიალოგი” ხელმძღვანელი. ფონდის ფარგლებში ორგანიზებული აქვს ეკმანის რუსულის საცეკვაო დასის გასტროლები, დაწესებული აქვს სოფიკო ჭიაურელის პრიზი, დადგმული აქვს ბალანჩინის ძეგლი ოპერასთან და ფიროსმანის ძეგლი ფიროსმანის მუზეუმთან და ასევე ფარაჯანოვის ძეგლი. ძეგლების ავტორია იტალიაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ვაჟა მიქაბერიძე. ყავს მეუღლე გია ბაზღაძე, ქალიშვილი და შვილიშვილი.   იგი ყვება ისტორიას, რომელიც ეხება მის დას – თინათინ ფეტვიაშვილს, რომელიც იყო თვითმფრინავის გატაცების მონაწილე.